თამაში
„ჩვენი ენა ქართული“
ავტ: ილია სონღულაშვილი
თამაში განკუთვნილია
II-III კლასის მოსწავლეთათვის თამაშის საწყის ანუ მთავარ
გვერდზე მოცემულია განყოფილებები „არსებითი სახელი“, „რიცხვითი სახელი“, „მარცვალი“,
„ზმნა“, „სახალისო დავალებები“, „ სავარჯიშოები“.
თითოეულ
მათგანს აქვს ქვედანაყოფები, რომლებშიც სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობაა
მოცემული იმდენად რამდენადაც ბავშვი დაწყებით საფეხურზე ვიზუალურად და თამაშით უფრო
ადვილად იმახსოვრებს. ეს თამაში მასწავლებლისთვის კარგი დამხმარეა. თამაშის დროს ბავშვი
ერთდროულად ერთობა და სწავლობს.
თამაშის
მიზნებია: კრიტიკულ აზროვნების, პრობლემის ინდივიდუალურად გადაწყვეტის,შეცდომის აღმოჩენის
საკომუნიკაციო-მედია ტექნოლოგიების ფლობის უნარების გამომუშავება.
თამაში ანვითრებს
ისტ-ის უნარებს, იზრდება ბავშვის შემოქმედებითობა.
ზემოთ აღწერილი
თამაში კლასშიც და სახლშიც ბავშვის საუკეთესო გასართობი და ამავდროულად სწავლის ეფექტური
საშუალებაა.
თამაშის
მეშვეობით მოსწავლე განსაზღვრავს არსებითი სახელის მნიშვნელობას, აჯგუფებს სულიერსა
თუ უსულოს. ასევე არაბულით ნაწერ რიცხვით სახელებს უკავშირებს რომაულს, სწავლობს სიტყვის
დამარცვლას, ზმნის მნიშვნელობას.
ამ თამაშის
გამოყენებისას ჩემი მიზანია გავააქტიურო და საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი, ავამაღლო
მოსწავლეთა მოტივაცია. რაც შეეხება სახალისო დავალებებს მათი მეშვეობით ბავშვის ყურადღება
და ინტერესის ზრდა მარტივად შეიძლება. ბავშვები ავსებენ კროსვორდებს, ადგენენ წინადადებებს
და სხვა. თამაშით სწავლების მეთოდის გამოყენება მოსახერხებელია მაშინ, როცა ვხედავთ,
რომ მოსწავლეს ყურადღება გაფანტული აქვს ან მოტივაცია კლებულობს.
თამაშის ელექტრონული მისამართია: http://buki.ge/programs-list.html
Комментариев нет:
Отправить комментарий