Страницы

ინტეგრირებული გაკვეთილი "ბედნიერი ერი"

ინტეგრირებული გაკვეთილი
"ბედნიერი ერი"
გაკვეთილის     თემა
   " ბედნიერი ერი"
თარიღი
  31.05.2016 წ.
საგნები
  ქართული ენა და ლიტერატურა;  ისტორია.
მასწავლებლები
დალი დავითაძე, მერაბ დავითაძე
სწავლების საფეხური/კლასი

  საშუალო საფეხური
  X კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:
16 მოსწაქვლე,( სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ გვყავს).











სტანდარტთან შესაბამისობა (ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით რა შედეგებზე/ინდიკატორებზე გადის მოცემული გაკვეთილი):



















გაკვეთილის მიზანი
ქართული ენა და ლიტერატურა: ზეპირმეტყველება
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია  ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

      კითხვა: ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

     წერა:
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.


ისტორია

ისტ.X.4. მოსწავლეს  შეუძლია  საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა

  ტექსტის გაანალიზების ,მსჯელობის,,ტექსტის პარალელურადსხვა ნაწარმოებებში ასახული იდენტური შეხედულებების გამოვლენის, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე ტექსტის პრობლემის წვდომის, შეფასების, წარდგენის, დიალოგის, ქვეტექსტური ინფორმაციის ახსნის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ლიტერატურული ნაწარმოების განხილვა და მისი სათქმელის სწორად გაგება.

·          




წინარე ცოდნა


მწერლის ბიოგრაფიის, ტექსტის,  მანერის და ისტორიული ვითარების გაცნობა.
საგნები/თემები რომელთა ინტეგრირებაც ხდება
xix-xx საუკუნეების ქართველი საზოგადობა, თავად-აზნაურები, ლექსის ტექსტის შესაბამისობა მოცემულ ეპოქასთან.
სწავლების სტრატეგიები,რომლებიც გამოყენებულია გაკვეთილის მიზნის მისაღწევად
ინფორმაციის ორგანიზება,დამუშავება, მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა,შედარება, კლასიფიკაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა,მინილექცია,დისკუსია,პრეზენტაცია.






გაკვეთილის სცენარი
ნაბიჯ-ნაბიჯ
                       ქართული ენა და ლიტერატურა:
1.      მინილექცია  (5 წთ.)
2.      ტექსტის აუდიო ვერსიის მოსმენა(2 წთ)
3.      პროვოცირება: რა მეტაფორულ სახეს ქმნიან დეტალები: „ლამაზ ფალნით“, „პირს ლაგამი ზომიერი“, „ნახედნი“ ? პასუხების მოსმენა (2წთ)
4.      წერილობითი დასკვნა,როგორ შეიძლება ერი ერთდროულად იყოს „ქედდრეკილი“  „წესიერი“ და „უზღუდო“ „უდიერი“ ? (8 წთ).
5.      მსჯელობა მოცემულ საკითხსა და ილიას სხვა ნაწარმოებებთან პარალელების გავლება. (8 წთ).
6.      რატომ ამბობენ ილიაზე, რომ „ის სიავეს ქართლისას ამბობს ? (2წთ)


ისტორია
1.  მინილექცია (3 წთ).
2.  ისტორიული ფაქტების დასახელება რომლებმაც უბიძგეს ილიას ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მიმართ კრიტიკული და მკაცრი დამოკიდებულება ჰქონოდა. (5წთ).


რეფლექსია
მოსაზრებები საკითხზე: „ილიას მკვლელებს რომს შეეზლოთ საქართველოსას მოკლავდნენ“.(2წთ).
დასკვნითი ესეების პრეზენტაცია (8წთ).
შეფასების საგანი/კომპონენტები
კრიტიკული აზროვნება,შემოქმედებითობა, ფაქტების შეჯერების უნარი,პრეზენტაცია,პარალელების გავლება.
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელოები,ფურცლები,კალმები კომპიუტერი



                                            მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

      
           კომპონენტები
ქულები
უმაღლესი
2 ქ.
საშუალო
1 ქ.
დაბალი
0 ქ.
კრიტიკული აზროვნება



შემოქმედებითობა



ფაქტების შეჯერების უნარი



პრეზენტაცია



პარალელების გავლება






                                     გაკვეთილის რეფლექსია

      გაკვეთილი ითვალისწინებდა ინტეგრირებას საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია.
      თემა: „ბედნიერი ერი“.
      მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ კლასში სადაც კლასის მართვისათვის შესაფერისი გარემო იყო.
      მოსწავლეები გაეცნენ ილიას ლექსს „ ბედნიერი ერი’’ , დაუკავშირეს ისტორიულ ვითარებას და გამოიტანეს დასკვნები.
     მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ გაკვეთილის , აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და საინტერესო მოსაზრებები წარმოაჩინეს.
   ვფიქრობ გაკვეთილის მიზნები მიღწეულია.ბავშვებმა  ყურადრებით მოისმინეს საკითხი გამოავლინეს სხვისი მოსაზრების პატივისცემისა და ზეპირმეტყველების უნარები.
    გაკვეთილზე დაბრკოლება არ შემხვედრია. გაკვეთილი სახალისო, აქტიური და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარა სწორად შერჩეული სტრატეგიები.
    მომავალში მეტ ყურადღებას დავუთმობ აქტივობების შერჩევას და ამ აქტივობებზე დროის განაწილებას.

                                ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: დალი დავითაძე
                                                                           ისტორიის მასწავლებელი: მერაბ დავითაძე.


Комментариев нет:

Отправить комментарий