Страницы

პროექტ გაკვეთილი

პროექტ გაკვეთილი
მასწავლებლის პორთფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტ გაკვეტილი.პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტ გაკვეთილის სხვადასხვა სინონიმები გვხვდება:პროექტ მეთოდი,სასწავლო პროექტი და სხვა.პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას,კვლევას,პრაქტიკულ აქტივობას,ეს მეთოდი საშუალებას იძლევა სწავლება გახდეს აქტუალური და მიზან მიმართული.პროექტი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად,წყვილებში ან ჯგუფურად.მასწავლებლის მოსწავლეთა დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს 3ტიპის სასწავლო პროექტი:
1.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეს გამზადებულ პროექტს,იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას,ასახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას.მმოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას.
2.მასწავლებელი სვამს პრობლემას,მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს პრობლემის გადაჭრის გზებს.
3.მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას დამოუკიდებლად,ირკვევს კვლევის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზას.
საგანმანათლებლო პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:თავფურცელი,ინფორმაცია პროექტის ავტორებისა და შემსრულებლის შესახებ,პროექტის აღწერა,პროექტის შესრულების განრიგი,ბიუჯეტი და რესურსები,მოსალოდნელი შედეგები,მონიტორინგი და შეფასება.განაცხადს უნდა დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია,რომელიც განამტკიცებს და გახდის დამაჯერებელს,კითხვარები,ფოტო მასალა,ვიდეო მასალა და სხვა.
სასწავლო პროექტები მცირე,საშუალო და დიდ პროექტებად იყოფა.მცირე პროექტი 2 დან 6 საათამდე გრძელდება და ხშირად 2 ან 3 კომპონენტად შედგება.საშუალო პროექტების ხანგრძლივობა საშუალოდ 1კვირა ან 40 საათი,რომელიც შიძლება გადანაწილდეს 1 სემესტრზე.დიდი პროექტები შესაძლოა რამოდენიმე წელი გაგრძელდეს და მასში მონაწილეობდეს რამოდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუტი.
როგორ უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა:
1.პროექტის დასახელება,პროექტის სათაურში ასახეთ ლაკონურად პროექტის ძირითადი არსი,რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი.
2.პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება,რომელსაც ეძღვნება პროექტი და არგუმენტულად დაასაბუთეთ მისი აქტუალობა.
3.მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი.მოახდინეთ მისი ფორმირება,ნათლად და კომფაქტურად აღწერეთ მოსალოდნელი შედეგები.
4.ამოცანები და განხორციელების გზები - ამოცანები ეს ის ეტაპია რომელთა თანმიმდევრული და ზუსტი რეალიზებით ხდება.
მაშასადამე ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევათ. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი თითოეული ამოცანებისთვის წარმოადგინეთ:
1. მოკლე და მკაფიოდ ფორმირებული ამოცანების აღწერა;
2. ამოცანის განსახორციელებლად შესასრულებელი რესურსები;
3. ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო;
4 ამოცანის მოსალოდნელი შედეგები;
5 მოსალოდნელი შედეგები და ამსახველი მასალა;
6 ამოცანაზე  შემსრულებელი, პასუხისმგებელი პირი ( სტუდენტი, მოსწავლე).
მოსალოდნელი შედეგი - ამ ნაწილსი უნდა აღწერო სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი რასაც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელება.შედეგები რეალისტური უნდა იყოს ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. შედეგი შეიძლება იყოს ანგარიში, ფილმი, ლექცია და ..
პროექტის ბიუჯეტი- არსებობს პროექტ გაკვეთილები რომელთა წარმატებით  განსახორციელებლად საჭიროა გარკვეული სახსრები. ამ შემთხვევაში პროექტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელობა პროექტის ბიუჯეტია.
პროექტის შეფასება და თვითშეფასება- ვინაიდან ერთიდაიგივე პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არამარტო აკადემიური კრიტერიუმები არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარი. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებელია შეფასების მექანიზმი და პერიოდულობა. მაშასადამე სკოლის პროექტ გაკვეთილის მიმდინარეობა შეიდძლება დაიყოს შემდეგ ფაზებად:
1.ინიციატივა;
2.დასაწყისი;
3.განხორციელება
4.პრეზენტაცია
5.შეფასება







Комментариев нет:

Отправить комментарий