ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში
სულ მცირე 2 საგნის მონაწილეობას ისე,რომ მათი შერწყმა საშუალებას იძლევა ერთიდაიგივე
თემის ირგვლივ დაიგეგმოს და ჩატარდეს სამუშაოები რომელთა შესრულებითაც ინტეგრირებული
სასწავლო შედეგები სათანადოდ იქნება მიღწეული.ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად პირველ
რიგში უნდა მოხდეს საგაკვეთილო თემის სწორად შერჩევა რაც გულისხმობს იმას რომ არჩეული
თემა ერთდროულად უნდა უკავშირდებოდეს და ეხებოდეს ყველა მონაწილე საგანს.აუცილებელია
ხელმძღვანელობა ეროვნული სასწავლო გეგმით.მნიშვნელოვანია კლასის მოსწავლეთა პროფილის
სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინება.
საგაკვეთილო პროცესში საგანთა შორის ინტეგრაციის დაგეგმვის
ეტაპები:
საგაკვეთილო თემატიკისა და პარტნიორი
მასწავლებლის შერჩევა,
შესაძლებელია ჯერ
შეირჩეს თემატიკა
და ამ
თემატიკის გარშემო
მოხდეს გუნდის
შემოკრება ან
პირიქით. მასწავლებელთა ჯგუფი კომპლიქტებისა და თემატიკის
ამორჩევის შემდეგ
ახდენს წინასწარ
რეგისტრაციას სკოლის
ადმინისტრატორთან.
საგაკვეთილო თემის,
კლასის პროფილის
, გაკვეთილის მიზნის
და ეროვნული
სასწავლო გეგმის
დაზუსტება.
დასახული მიზნების
მიღწევისათვის განხორციელებული აქტივობის დაგეგმვა.გაკვეთილის სასწავლო
მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი
პედაგოგიური სტრატეგიების შერჩევა. სასწავლო აქტივობა
არის გზა
რომლის განხორციელების საშუალებით ხდება
მოსწავლის მიერ
დასახული საგაკვეთილო მიზნის მიღწევა.
სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას გასათვალისწინებელიარამოდენიმე ფაქტორი
:გაკვეთილის სასწავლო
მიზანი,რომელიც
თავის მხრივ
ებმის ეროვნული
სასწავლო გეგმით
გასათვალისწინებელ საგნობრივ
სტანდარტს.კლასის
პროფილი,გაკვეთილის ტიპი მიმდინარე
შემაჯამებელი და
პედაგოგიური სტრატეგია.იმ შემთხვევაში თუ
პირველი გაკვეთილის ფარგლებში ერთზე
მეტი გაკვეთილი
ტარდება მაშინ
გუნდურად უნდა
შეადგინონ გეგმა
და თ გაკვეთილები ტარდება
ცალკ-ცალკე,მაშინ დაგეგმარებაც ხდება ინდივიდუალურად.სასურველია ყველა
აქტივობა დაინომროს
თანმიმდევრობის მიხედვით.აუცილებლად უნდა
მიეთითოს დრო,ის მნიშვნელოვანია გაკვეთილის სწორად წარმართვისთვის.გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია აქტივობების სწორად შერჩევის
გვერდით მოსწავლის
მიერ აქტივობების შეფასება,განსაკუთრებით ყურადღება უნდა
დაეთმოს შეფასების
სისტემის ეფექტიურ
გამოყენებას.გაკვეთილის სწორად და
წარმატებული დაგეგმვისათვის განისაზღვროს რესურსები,რომელთა გამოყენება ხდება გაკვეთილის პროცესში და
ეს შეიძლება
იყოს ნაბეჭდი,ელექტრონული სახის
და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий