სამართლებრივი და ეთიკური
ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი
და ეთიკური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, რადგან
ეს მომავალი თაობის აღზრდასთან არის დაკავშირებული. კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით
სამუშაოს მნიშვნელობის გამარტივება და მრავალი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი. ეს
არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამა თუ იმ მიზნით ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება,
გავრცელება და გამოყენება. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ყურადღება მივაქციოთ
შემდეგ ფაქტებს:
1. პროგრამული
უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონდარღვევაა. კანონების საავტორო უფლებების
შესსხებ იცავს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ავტორს, ასევე მის მფლობელს, ისევე
როგორც საპატენტო უფლება იცავს გამომგონებელს.
2. გარდა კანონდარღვევისა პროგრამული უზრუნველყოფის
არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს საზოგადოებას, რადგან ხელს უწყობს მორალურ და იურიდიული
ნორმების დარღვევის დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების დარგში.
3. პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება
ზიანს აყენებს მის შემქმნელს, რადგან ხელს უშლის მას მიიროს სათანადო ანაზღაურება შესრულებული
სამუშაოებისათვის. ის ხელს უშლის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და შემდგომში
მის გაუმჯობესებას, რადგან მის შემქმნელს მოტივაციას უკარგავს. გარდა ამისა ეს პროგრამული
უზრუნველყოფა ფასის გაზრდასაც იწვევს.
რადგან პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ემორჩილება
ცვლილებებს და მისი რეპროდუქცირება ძალიან მარტივია. ამ სფეროში განსაკუთრებით ყურადღება
ენიჭება სხვისი შრომის პატივისცემას. ამის გამო საჭიროა ყველანაირად შევეცადოთ, რომ
არ მოვახდინოთ პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების ელ.ტექსტების, პროგრამული
კოდის, ციფრული, აუდიო და ვიდეო მასალის არალეგალური კოპირებით. ამ მიმართულებით განსაკუთრებული
ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ საკითხებს:
1.
პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრული მასალა დაცულია
საავტორო უფლებებით. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ცხადად მითითებული შესაბამის
დოკუმენტებში. აქედან გამომდინარე მასალის კოპირება კანონის დარღვევაა, თუ ეს არ არის
ნებადართული პროდუქციის ავტორის ან მისი გამომცემლის მიერ. ასევე კანონდარღვევაა არალეგალური
ასლის გამოყენებაც. თუნდაც ეს ასლიც სხვა პირის მიერ იყოს დამზადებული.
2. თუ
ციფრული მასალა არაა დაცული კოპირებისაგან, ეს არ ნიშნავს, რომ მისი კოპირების და გამოყენების
უფლება გვაქვს გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. როდესაც მწარმოებელი ან ავტორი უფლებას
გვაძლევს შევიძინოთ დაცული პროდუქცია ეს იმას ნიშნავს, რომ გვენდობა როგორც მომხმარებლებს.
გარდა ამისა მწარმოებელი გვანიჭებს უფლებას, რომ დავამზადოთ ასლი მხოლოდ ჩვენივე ინტერესებიდან
გამომდინარე.
როდესაც ციფრულ
მასალას თან ახლავს სალიცენზიო ხელშეკრულება საჭიროა ყურადღებით გავეცნოთ მას. სალინცენზიო
ხელშეკრულება ხშირად არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენოთ
რამოდენიმე კომპიუტერზე ერთდროულად და დაამზადოთ მასალის ასლი. თუმცა, როცა ეს არ არის
ცხადად აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებაში. ამ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას სხვამ
გამოიყენოს.
იმ შემთხვევაში
თუ აღარ ვიყენებთ ციფრულ მასალას და ეს არ არის აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებით,
ჩვენ შეგვიძლია ეს მასალა სხას გადავცეთ. გარდა მესაკუთრული სახის ხელშეკრულებისა,
რომელიც მომხმარებელს აძლევს მხოლოდ პროდუქციის გამოყენების უფლებას და უკრძალავს მის
გამოყენებას და მოდიფიკაციას.
გარდა იურიდიული ნორმებისა არსებობს ეთიკური და მორალური
ნორმები, რომელთა დაცვა აუცილებელია ციფრული მასალის გამოყენების დროს,თუმცა ეს მჭიდროდაა
დაკავშირებული იურიდიულ ნორმებთან. მიუხედავად იმისა, არის თუ არა იურიდიული მასალა
სავტორო უფლებით და ახლავს თუ არა სალიცენზიო უფლება, მისი გამოყენების შემთხვევაში
აუცილებელია ავტორის ან წყაროს მოთხოვნა.
მასალის მოდიფიკაციის შემთხვევაში ასევე მიზანშეწონილია,
აუცილებელია, ავტორის და წყაროს მითითება, თუმცა ეს ყოველთვის სწორი არ არის.
ინფორმაციულ
და საკანონმდებლო მასალის დროს ყველაზე მნიშვნელკოვანია არ ირღვეოდეს ადმინის უფლებები:
1.
საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;
2.
ინფორმაციის საყოველთაოდ მისაწვდომობა, განსაკუთრებით
განათლების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის
უფლება. რადგან ისტის ხელმისაწვდომობა თავისუფალი გამოყენების საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანია
ყურადღება მივაქციოთ შემდეგ საკითხებს :
ა)არაეთიოკური
შინარსის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ტექნიქური მასალის გავრცელება ან გამოყენება;
ბ) პირადი ცხოვრების
ამსახველი მასალაც არ უნდა გამოქვეყნდეს პატრონის ნებართვის გარეშე.
Комментариев нет:
Отправить комментарий