Страницы

რა არის პორტფოლიო
  პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების უწყვეტი პროფესიული განვითარების პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში, სხვაგვარად რომ ვთქვათ პორტფოლიო არის თვალსაჩინო მასალის კრებული რომელიც პედაგოგის საქმიანოპბის მზარდხარისხს იხსენებს იგულისხმება პედაგოგიური ნიჭით სწავლების სტილი და პროფესიული კომპოტენცია. პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია.
რისთვიას გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო
  მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას რომელიც არის:
მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელი, პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია რომლის დახმარებითაც მასწავლებელი გაანალიზებს ზრდის გზას.
მასწავლებელი ერთგვარი სავიზიტო ბარათია მისი დახმარებით დაინტერესებული მკითხველი ნათელ წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის ხარისხსა და მის განვითარებაზე.
                                                                                         
                         
     გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის 6 ძირითად საფეხურს
1.პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა
2.მასალის შეგროვება
3.შეგროვილი მასალის გადარჩევა და მისი შინაარსის ანალიზი
4.პორტფოლიოს გაფორმება
5.პორტფოლიოს შეფასება, გადამუშავება
6.პორტფოლიოს წარდგენა და შეფასება
       რისგან შესდგება მასწავლებლის პორტფოლიო
  მასწავლებლის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს იმ მასალებს/დოკუმენტებს რომელიც წარმოაჩენს მის პროფესიულ საქმიანობას უფრო ხშირად პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს მოიცავს
მასწავლებლის მიკლე მონაცემები
წლიური სასწავლო პროგრამა/სილაბუსი (თემატური ერთეულის, სამოდელო გაკვეთილის) საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევების ამსახველი მასალა კერძოდ: თემატური ერთეულის, გაკვეთილის გეგმა (ჩატარების ანგარიში).
გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტი, ფილმი, თამაში და სხვა მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი) გამოყენებული მეთოდის მოკლე ანგარიში.
მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი გამოქვეყნებული სტატიის ქსეროასლები.
კოლეგის გაკვეთილზე დასწრების ჩანაწერები და რეკომენდაციები.
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ამსახველი მასალა (სერტიპიკატი).
თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული სემინარის ამსახველი მასალა.
ეროვნულ და საერტაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების პრიზიული ასლები.
მოსწავლის, მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალები.
მოსწავლეთა ტესტირების ამსახველი მასალა (გეგმა, კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი და სხვა).

მენტორის სამუშაო გეგმა ანგარიში და სხვა, ფასილიტატორის სამუშაო გეგმა ანგარიში დასხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий