Страницы

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილი
                                      „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“

გაკვეთილის     თემა
  
 „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“

თარიღი
  31.05.2016 წ.
საგნები
  ქართული ენა და ლიტერატურა;  ისტორია.
მასწავლებლები
დალი დავითაძე, მერაბ დავითაძე
სწავლების საფეხური/კლასი

  საშუალო საფეხური
  X კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:
16 მოსწავლე,( სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ გვყავს).











სტანდარტთან შესაბამისობა (ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით რა შედეგებზე/ინდიკატორებზე გადის მოცემული გაკვეთილი):



















გაკვეთილის მიზანი
ქართული ენა და ლიტერატურა: ზეპირმეტყველება
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია  ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

      კითხვა: ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

     წერა:
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.


ისტორია

ისტ.X.4. მოსწავლეს  შეუძლია  საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა

  ტექსტის გაანალიზების ,მსჯელობის,,ტექსტის პარალელურადსხვა ნაწარმოებებში ასახული იდენტური შეხედულებების გამოვლენის, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე ტექსტის პრობლემის წვდომის, შეფასების, წარდგენის, დიალოგის, ქვეტექსტური ინფორმაციის ახსნის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ლიტერატურული ნაწარმოების განხილვა და მისი სათქმელის სწორად გაგება.

·          




წინარე ცოდნა


მწერლის ბიოგრაფიის, ტექსტის,  მანერის და ისტორიული ვითარების გაცნობა.


სწავლების სტრატეგიები,რომლებიც გამოყენებულია გაკვეთილის მიზნის მისაღწევად
ინფორმაციის ორგანიზება,დამუშავება, მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა, შედარება, კლასიფიკაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა,მინილექცია,დისკუსია,პრეზენტაცია.






გაკვეთილის სცენარი
ნაბიჯ-ნაბიჯ
                       ქართული ენა და ლიტერატურა:
1.      მინილექცია  (5 წთ.)
2.      ტექსტის აუდიო ვერსიის მოსმენა(2 წთ)
3.      პროვოცირება: როგორია პოეტის დამოკიდებულება თამარისადმი? რატომ მიმართავს პოეტი თამარს და არა სხვა მეფეს ? პასუხების მოსმენა (2წთ)
4.      წერილობითი დასკვნა,როგორ წარმოუდგენია პოეტს მომავალი საქართველო და რამ უნდა მიანიჭოს მას ღირსება ? (8 წთ).
5.      მსჯელობა საკითხზე: ქართველის სულიერი მდგომარეობა და დაკნინებული საქართველო ახლა.(ლექსის მიხედვით) (5 წთ).
6.      როგორ გესმით საქართველოზე და ქართველებზე ნათქვამი :“და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“? (5წთ)


ისტორია
1.  მინილექცია (3 წთ).
2.  ისტორიული ფაქტების დასახელება, რომლებმაც  მარადიული სახელი დაუმკვიდრეს თამარ მეფეს, „ოქროს ხანა“ და ამ დროის საქართველო.(5წთ).


რეფლექსია
მოსაზრებები საკითხზე:რატომ იხსენებენ ქართველები თამარის დროს(2წთ).
დასკვნითი ესეების პრეზენტაცია (8წთ).
შეფასების საგანი/კომპონენტები
კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ფაქტების შეჯერების უნარი,პრეზენტაცია,პარალელების გავლება.
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელოები,ფურცლები,კალმები კომპიუტერი

                                            მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა


      
           კომპონენტები
ქულები
უმაღლესი
2 ქ.
საშუალო
1 ქ.
დაბალი
0 ქ.
კრიტიკული აზროვნება



შემოქმედებითობა



ფაქტების შეჯერების უნარი



პრეზენტაცია



პარალელების გავლება







გაკვეთილის რეფლექსია

      გაკვეთილი ითვალისწინებდა ინტეგრირებას საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია.
      თემა: „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“
      მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ კლასში სადაც კლასის მართვისათვის შესაფერისი გარემო იყო.
      მოსწავლეები გაეცნენ გრიგოლ ორბელიანის ლექსს: „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“
 დაუკავშირეს ისტორიულ ვითარებას და გამოიტანეს დასკვნები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მივაწოდე ინფორმაცია ლექსში წარმოჩენილ თავისებურებებზე, განვმარტე და მივეცი ბავშვებს საშუალება თავადაც განემარტათ ტერმინები. ისტორიის მასწავლებელმა კი ლექსი დაუკავშირა ისტორიულ ვითარებას რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ლექსის შექმნას.
     მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ გაკვეთილის , აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და საინტერესო მოსაზრებები წარმოაჩინეს.
   ვფიქრობ გაკვეთილის მიზნები მიღწეულია.ბავშვებმა  ყურადრებით მოისმინეს საკითხი გამოავლინეს სხვისი მოსაზრების პატივისცემისა და ზეპირმეტყველების უნარები.
    გაკვეთილზე დაბრკოლება არ შემხვედრია. გაკვეთილი სახალისო, აქტიური და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარა სწორად შერჩეული სტრატეგიები.
    მომავალში მეტ ყურადღებას დავუთმობ აქტივობების შერჩევას და ამ აქტივობებზე დროის განაწილებას. (თუმცა გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და ყველაფრის გათვალისწინების მიუხედავად მაინც შეიძლება წარმოიშვას დამაბრკოლებელი ფაქტორები).

                              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: დალი დავითაძე
                                                                        ისტორიის მასწავლებელი: მერაბდავითაძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий